Sunday, July 16, 2017

მერვე მოდულის რეფლექსია.
გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ რესურსებს შევიტანეთ კორექტივები, გავაკეთეთ პრეზენტაციები. კიდევ ერთხელ გავაკეთეთ უკუკავშირები.გადავახარისხეთ პორტფოლიოში და პორტფოლიოს რუბრიკების საშუალებით გავაკეთეთ თვითსეფასება. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა დაგამოქვეყნება ბლოგზე.პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ბმულის სახით

Saturday, July 15, 2017

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციები და შევიტანეთ კორექტირება და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.გამოვიყენეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.გავეცანით დიფერენცირების 4 დონეს.აღქმის მოდალობის გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის აღქმის მოდალობისა და ტვინის ჰომოსფეროს განვითარების მიხედვით.   დავგეგმეთ აქტივობები დიფერენცირებული აქტივობები სპეცსაჭიროებების მქონე ბავშვებისათვის , აგრეთვენიჭიერი და არაქართულენოვანი ბავშვებისათვის.

Sunday, July 9, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.დავათვალიერეთ მოსწავლის  ნაშრომები სხვადასხვა პროექტებიდან და შევქმენით ჩვენი პრეზენტაციის მაკეტი.განვიხილეთ აქტივობების თანმიმდევრობა.  შევქმენით შეფასების ინსტრუმენტები და გავეცანით პრეზენტაციის რუბრიკების გვერდს.დავგეგმეთ ჩვენი შეფასების ჩეკლისტი და დავიწეთ შეფასების ინსტრუმენტების მომზადება.

Sunday, July 2, 2017

განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ვისწავლეთ შეფასების მოკლე მონახაზი და ამ მონახაზის გადატანა შაბლონში. ვისწავლეთ ინტერნეტის ეფექტური გამოყენება მოსწავლეთა სწავლა-განათლებისათვის., კვლევისათვის, კომუნიკაციისათვის და ურთიერთთანამშრომლობისათვის. საიტის საავტორო უფლებების დაცვა.
დავგეგმეთ სტრატეგიები   ჩვენი პროექტებისათვის და გავწერეთ მიზნები და ინსტრუმენტები

Saturday, July 1, 2017

პირველი მოდულის რეფლექსია

ეს მოდული ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმით',რომ გავეცანით პროექტების სწავლების გზამკვლევს. გავეცანით ზოგად კურსს ,შევქმენით ჩვენი პორტფოლიო, მიმოვიხილეთ გეგმის შაბლონი და სხვსდასხვა პროექტის ნიმუშები.
     მეორე მოდულის რეფლექსია
         21-ე საუკუნის მიზნების შერჩევა , მიმოვიხილეთ 2017 წლის სტანდარტი,  გადმოვიტანეთ გეგმის შაბლონში. შევქმენით ბლოგი.ვისწავლეთ სასწავლო მიზნის წერა.ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები , კითხვების ჩასმა გეგმის შაბლონში. ზოგადი, თემატური დ ა შინაარსობრივი კითხვები.